სონია ლოკარი - დაბალანსებული წარმომადგენლობიდან ქალთა რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებამდე
სონია ლოკარი - დაბალანსებული წარმომადგენლობიდან ქალთა რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებამდე

სონია ლოკარი, ექსპერტი გენდერის საკითხებში, სლოვენიის პარლამენტის ყოფილი წევრი, სტაბილურობის პაქტის გენდერული ჯგუფის ხელმძღვანელი, სლოვენიის პარალელური კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი

ლუბლიანა, 24 მარტი, 2015 (სპეციალურად www.qaliskhma.ge-სთვის)

 

90-იანი წლების დასასრულიდან დღემდე ყველა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისათვის, სადაც ცდილობენ ომიდან მშვიდობაზე გადავიდნენ, ან კომუნისტური ან სოციალური ტიპის რეჟიმის ერთპარტიული სისტემა საპარლამენტო დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით შეცვალონ, ქალთა ადამიანის უფლებების საკითხი ტრადიციულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ბუნებრივი პრიორიტეტი არასოდეს არ ყოფილა.

2000 წლამდე, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა #1325 რეზოლუცია, ქალთა პოლიტიკური როლის საკითხი იმ საერთაშორისო მონაწილეების, დღის წესრიგშიც კი არ იყო შეტანილი, რომლებიც მხარს უჭერენ ამგვარ გარდაქმნებს. საუკეთესო შემთხვევაში გარკვეული ყურადღება ეთმობოდა ქალებს, როგორც ომის დროს ძალადობის, ან პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით ადამიანით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთ, მაგრამ ქალები არასოდეს არ აღიქმებოდნენ როგორც მშვიდობის, პროგრესული სოციალური და პოლიტიკური ცვლილების მნიშვნელოვან საშუალებად.   


ზემოაღნიშნული #1325 რეზოლუციის მიუხედავად, 2000 წლის შემდეგაც კი საკანონმდებლო ბაზაში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა პროგრესის მიღწევას გენდერულ თანასწორობისა და უფრო მაღალი ეროვნული სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით სამართლებრივ გარემოში ქალებისათვის, ქალთა ადამიანის უფლებების რეალიზება მხოლოდ ქალთა ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტების ინტენსიური საზოგადოებრივი მონაწილეობით  ხდებოდა.  


 იგივე გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პროგრესის მიღწევა ყოველთვის დამოკიდებული იყო ქალთა ადამიანის უფლებების აქტივისტების უნარზე ემუშავათ ყველა ეთნიკურ, რელიგიურ, პოლიტიკურ ჯგუფებთან, ემუშავათ სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, მოეპოვებინათ მეკავშირეები მედიაში, პარლამენტში და მთავრობაში, განსაკუთრებით კაცი პოლიტიკური ლიდერების სახით, შეერჩიათ საუკეთესო მომენტები და ჩაბმულიყვნენ ტრადიციულ პოლიტიკურ მუშაობაში სამართლებრივ, ან პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ახალი ეროვნული კონსტიტუციის, საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ დისკუსიებში, ან ჩამოეყალიბებინათ ახალი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები, ან სახელმწიფო უწყებები.


ისეთ საერთაშორისო სტრუქტურებში, - როგორიცაა ევროპის საბჭო, ან ევროკავშირი, ან პერიოდული ანგარიშის წარდგენა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისათვის – მონაწილეობისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი შეუფასებელი შესაძლებლობება აღმოჩნდა ამ ქვეყნებში გენდერული თანასწორობისაკენ  გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით.


შემუშავდა ახალი სტრატეგიები: ქალთა შეაძლებლოებების გაზრდის სათანადოდ ფოკუსირებული ერთობლივი რეგიონალური სტრატეგიები, ‘სენდვიჩის’ სტრატეგია, დიდი კოალიციის სტრატეგია და პარალელური საარჩევნო კამპანიის სტრატეგია.

 

ამ სტრატეგიების გამოყენების საუკეთესო მაგალითები მოიპოვება სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტის (1999-2009 წწ.) მოქმედების პერიოდში, როდესაც ქალმა აქტივისტებმა სტაბილურობის პაქტის გენდერული ჯგუფის, როგორც რეგიონალური გენდერული მეინსტრიმინგის კონკრეტული მექანიზმის, ჩამოყალიბებას მიაღწიეს, და შეიმუშავეს ქალთა პოლიტიკური ძალაუფლებით აღჭურვაზე ფოკუსირებული სტრატეგია.  ამგვარი აქცენტის გაკეთება აქტუალური იყო საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბების დასაწყისში, რომელიც აღინიშნა პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობის მოულოდნელი შემცირებით. მე-20 საუკუნის ოთხმოციან წლებში პარლამენტის ქალ წევრთა საშუალოდ 25%-ზე მეტი რაოდენობიდან ქალ წევრთა რაოდენობა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში 7%-ით შემცირდა.  


ძლიერი დადებითი ღონისძიებების განხორციელებისაკენ სწრაფვისას ბალკანეთის ქვეყნების ქალმა აქტივისტებმა გამოიყენეს ე.წ. „სენდვიჩის“ სტრატეგია: ისინი ლობირებას ახორციელებდნენ რეგიონში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - როგორიცაა ევროპის საბჭო, ევროპის კომისია, გაეროს გენდერული თანასწორობის სააგენტოები, ეუთო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR), ვენეციის კომისია, - ზემოდან ქვემოთ და ამავე დროს მათ განახორციელეს ქვევიდან ზევით ზეწოლის ორგანიზება ეროვნულ დონეზე მრავალრიცხოვანი ქალი კოალიციების მეშვეობით. მათ ამ ორ ზეწოლას შორის მოაქციეს კაცი წევრებით დომინირებული საპარლამენტო პარტიის ლიდერები და თანდათანობით მიაღწიეს კვოტების საკმაოდ ეფექტური მარეგულირებელი წესების შემოღებას მაკედონიაში, სერბიაში, სლოვენიაში, ალბანეთში და მოგვიანებით ასევე მონტენეგროში და ხორვატიაში. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში საშუალოდ ქალ წევრთა წარმომდგენლობა ამჟამად 25-%-ზე მეტია, ხოლო კოსოვოში, სერბიასა  და სლოვაკეთში  30%-ს აღემატება!


პარალელური საარჩევნო კამპანიები ასევე ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ყოველ საარჩევნო კამპანიამდე სამოქალაქო საზოგადოების ქალი წევრები შეიმუშაობდნენ ხოლმე გენდერული თანასწორობის შესახებ თხოვნებს ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ და ამომრჩევლებს აცნობდნენ თავიანთ კონკრეტულ დაპირებეს, ან ამგვარი დაპირებების ნაკლებობას ქალ ამომრჩევლებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით. ამ მიდგომის შედეგად პარტიები იძულებულნი გახდნენ თავიაანთ საარჩევნო დაპირებებში თანდათან შეეტანათ არა მხოლოდ კვოტების მარეგულირებელი წესების განხორციელების მხარდაჭერის პირობა, არამედ მათ კონკრეტული დაპირებები გასცეს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის გამო შვებულების აღების, ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მოვლის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებით.


ქალი აქტივისტებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმის გამორკვევა, თუ როგორ უნდა მოეხდინათ თავიანთი ორმაგი ლოიალობის შეჯერება – ლოიალობა პოლიტიკური პარტიების მიმართ და გენდერული თანასწორობის მიზნის მიმართ. ცხადი გახდა, რომ მათ საკუთარი პატიების ტრანფორმაცია შიგნიდან უნდა მოახდინონ იმისათვის, რომ ეს პარტიები გენდერული თანასწორობის მიმართ უფრო მეგობრული პარტიები გახდნენ.    თანდათანობით მათ ყველა დიდ პარტიაში ჩამოაყალიბეს ქალთა ჯგუფები და დაიწყეს შიდა პარტიული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება პარტიის გადაწვეტილების სისტემაში ქალთა უფრო თანასწორი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მონაწილეობის მისაღებად.  მათ ასევე ისწავლეს, თუ როგორ უნდა გადაელახათ პირადი მტრული დამოკიდებულებები, როგორ უნდა მოეთოკათ  საკუთარი  პოლიტიკური ამბიციები, როდესაც ეს იყო ის ფასი, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ იმისათვის, რომ შედეგებისათვის მიეღწიათ ერთმანეთთან თანამშრომლობით დიდი კოალიციების ყველა ჯგუფში. მაგალითად, ყველა ქალ პოლიტიკოსს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დიდ ეროვნულ კოალიციებში, უნდა დათანხმებულიყო, რომ არც ერთი მათგანი არ იქნებოდა ამ კოალიციების ოფიციალური ლიდერი. ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან დამოუკიდებელი ქალი აქტივისტები ამგვარი კოალიციების საჯარო სპიკერების უნდა ყოფილიყვნენ. ამ გამოცდილების მიღება მათ რთული გზით მოუწიათ რამდენიმე დიდი დამარცხების შედეგად, როდესაც ადვოკატირებამ შედეგი ვერ გამოიღო მათი უთანხმოებისა და ურთიერთკონკურენციის გამო საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით იმ დრომდე, სანამ მათთვის ცხადი გახდებოდა, რომ მოთანამშრომლე თანაბარუფლებიანი პარტნიორების როლის შესრულება ერთადერთი გზა იყო ყველას თანხმობის მისაღებად.  ძალიან რთული იყო იმის გათვითცნობიერება, რომ ყველამ საჭიროა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოებასა და პარტიის ტიპის პოლიტიკურ აქტივიზმს შორის, ასევე პარტიის აქტივიზმსა და იმ მკაცრ და მოუქნელ წესებს შორის ბუნებრივი განსხვავებები, რომლითაც რეგულირდება პარლამენტებისა და სახელმწიფო უწყებების მუშაობა,Oდა ნებისმიერ პირს, რომელსაც ცვლილებების მიღწევა სურს, ამ წესებს უნდა დაემორჩილოს. დასასრულს, მაგრამ არა ნაკლები მნიშვნელობისაა ის, რომ ქალ აქტივისტებს სჭირდებოდათ ესწავლათ, თუ როგორ ჩამოეყალიბებინათ უმცირესი საერთო მნიშვნელი, და როგორ უნდა დარჩენილიყვნენ გაერთიანებული, მიზანსწრაფული და ეღიარებინათ, რომ პროგრესი დაეფუძვნებოდა კომპრომისებსა და მცირე ნაბიჯებს. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ეს პროცესი მდორე იყო და არასოდეს არ უნდა ჩაექნიათ ხელი. მუდმივი ქსელური პროფესიული ურთიერთობები, თანამშრომლობა და ნდობის ჩამოყალიბება ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეებს შორის ქალთა ადამიანის უფლებების წარმატებული ხელშეწყობის ძირითადი ფაქტორებია.


ყველა ზემოაღნიშნული გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა ასევე მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ყველა მიმართულებით ქალთა უფრო დიდი წარმომდგენლობის მონაწილეობა აუცილებელი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ეს მიღწევა სულაც არ არის საკმარისი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩეულმა პირებმა შესძლონ პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლა, ჩვეულებისამებრ, პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შეცვლა, განვითარების ნეო-ლიბერალური ტენდენციის, რომელიც ამჟამად მდიდრებსა და ძლევამოსილ ადამიანებს ემსახურება, - შეცვლა იმისათვის, რომ მოემსახუროს ადამიანის ძირითად საჭიროებებს, დაიცვას ადამიანის განუყოფელი უფლებები და ეს პლანეტა მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს.



ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service