როგორ ავაშენოთ მეგობრული ქალაქი ქალებისათვის (ნაწილი II )
როგორ ავაშენოთ მეგობრული ქალაქი ქალებისათვის (ნაწილი II )

ნაწილი II


ავტორი: ლიდია დიტრიხი, ქალაქი მიუნხენის საკრებულოს წევრი, ქალაქ მიუნხენის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე


4. გენდერული მეინსტრიმინგი როგორც სქესთა შორის თანაბარი შესაძლებლობების განვითარების სტრატეგია
თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის პოლიტიკას ბევრი წინააღმდეგობა ხვდება სხვადსხვა დონეზე, რადგან ის შეეხება იმ დამოკიდებულებებსა და ტენდენციებს, რომელიც განაპირობებს ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილებას, და იგი კატეგორიზდება როგორც ქალთა თემად და გენდერულად იერარქიულ საზოგადოებაში იგი ნაკლებად პრიორიტეტულია.

გენდერული მეინსტრიმნგის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს პეკინში მსოფლიო ქალთა კონფერენციაზე, სქესთა წინსვლის ხელშეწყობისათვის. მას ევროკავშირი განსაზღვრავს როგორც თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრაციას მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ კონცეფციასა და ღონისძიებებში. ადგულობრივ დონეზე ეს ნიშნავს ქალებისა და კაცების განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციებისა და ინტერესების გათვალისწინებას ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო სირთულეებიგამოწვევები. მიუხედავად იიმსა, რომ მიუნხენმა დასაწყისიდანვე აირჩია სტრუქტურული რეფორმის მიდგომა თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, მრავალი ადამიანისათვის მისტიკას წარმოადგენდა ის, თუ როგორ უნდა გაეზომათ სხვადასხვა ინტერესები, საჭიროებები და ამოცანები.
ამასთან, მიმდანარეობდა დისკუსია იყო თუ არა გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია პარადიგმის შეცვლა და საკმაოდ ბევრს ეგონა, მათ შეეძლოთ გამომშვიდობებოდნენ `ქალთა საკითხების კლასიკურ ხელშეწყობას.


იმავდროულად, არსებობს კონსენსუსი, რომ ქალთა და გოგონათა პროექტები სოციალური ინფრასტრუქტურის შეუცვლელი კომპონენტია, და რომ ყველა პასუხისმგებელ კაცს და ქალს მტკიცედ მოეთხოვებათ წვლილი შეიტანონ გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგიაში გენდერული თანასწორობის რეალიზებაში.


2000 წელს ქალაქმა მიუნხენმა შემოიღო თანაბარი შესაძლებლობების კონცეფცია. კონცეფციას აქვს პერსონალის მართვის 14 სახელმძღვანელო მითითება, რომელიც შემდეგნაირად არის განაწილებული: ხედვა, არსებული მდგომარეობის ანალიზი, ამოცანები შესრულების საბოლოო ვადებით. ამ ნაბიჯით პირველად გახდა ხელმისაწვდომი შეფასებადი ამოცანების არსებობა.


გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია მეტ-ნაკლები წარმატებით გავრცელდა მთელს მუნიციპალიტეტზე. შედეგად, გათანაბრება ხორციელდება ყველა დეპარტამენტის დასაქმების პოლიტიკაში და ყურადრება ექცევა მის შედეგებს ქალებსა და კაცებზე. გარდა ამისა, ქალებისათვის სპეციალური პროგრამები მენტორობაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბიზნესების დაწყებაზე აქცენტის გაკეთებით ფინანსდება. ამ სტრატეგიის რეალიზაციის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს ქალთა ბიზნესებების დაწყების ოფისის ჩამოყალიბება ქალებისათვის სპეციფიკური მიდგომის გამოყენებით.



რაც შეეხება ურბანულ დაგეგმარებას, ქალთა უსაფრთხოების ინტერესები და საჭიროებები სერიოზულად იქნა მიღებული და გათვალისწინებული დაგეგმვის პროცესებში. შედეგად, ქალებისათვის შეიქმნა მიწისქვეშა პარკირების ადგილები, ქუჩებსა და პარკებში გაუმჯობესდა განათება და შეიცვალა საზოგადოებრივი ადგილების გამწვანება. ასევე მნიშვნელოვანია ქალთა და კაცთა განსხვავებული ინტერესების გაანალიზება უსაფრთხოების საჭიროების გარდა და შედეგების ინტეგრირება დაგეგმვის პროცესში. საგზაო მოძრაობის დაგეგმვისას, მაგალითად, ჩვენ საგზაო მოძრაობის შესახებ მონაცემები უნდა უნდა დავანაწევროთ სატრანსპორტო მოძრაობის სხვადსხვა რეჟიმების მიხედვით, როგორიცაა ველოსიპედები, მანქანები, ფეხით მოსიარულეები და რკინიგზა. უფრო მეტად დიფერენცირებული მონაცემები საფუძვლად დაედება შემდეგი საკითხის განხილვას: აკმაყოფილებს თუ არა ქალაქის მომსახურებები სფეციფიკურ გენდერულ მოთხოვნებს.
მეორეს მხრივ, გენდერული ასპექტი იყო მოცემული ელემენტი ინტეგრაციის კონცეფციების შემუშავების დასაწყისში. იმავდროულად, მთელი მუნიციპალიტეტს მოეთხოვება გაწეული მომსახურების შედეგების დოკუმენტირება მოახდინონ ორივე სქესის ადამიანებისათვის. თუცა, ადმინისტრაციების საქმიანობების დაგეგვა ხანგძლივი პროცესია, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ შესაბამისი სამსახურები ორიენტირებული იყოს ქალისა და კაცის მოთხოვნებზე.


ამ პროცესს ხელი შეუწყო ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებამ გენდერული ბიუჯეტის შემოღების შესახებ 2002 წელს. პირველად ცხადი გახდა, რომ პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის დეფიციტ არსებობდა. არსებული მონაცემები არასაკმარისი იყო, არ არსებობდა ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შედეგებისა და ეფექტურობის შესახებ.

გენდერული ბიუჯეტირების განხორციელების პირველი ნაბიჯი იყო მთელი მუნიციპალიტეტისათვის დავალების მიცემა, რათა მათ გაეანალიზებინათ თავიანთი პროდუქციისა და მომსახურებების სამიზნე ჯგუფები გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით.


პასუხისმგებელი პირები მუნიციპალიტეტში განხორციელების საკითხს აგვიანებდნენ 3 წლის განმავლობაში, სანამ არ დაიწყო გენდერული ბიუჯეტირების პროექტზე მუშაობა. ეს იყო პოლიტიკური ზეწოლისა და დამატებითი კადრების დაქირავების შედეგად შეძენილ გენდერულ საკითხებში კომპეტენციის შედეგი.


გენდერული ბიუჯეტირების განხორციელება ცხადია დიდ დროს მოითხოვს, თუმცა დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ რომ დიდი ნაბიჯი გადაიდგას თანასწორობის პოლიტიკის თვალსაზრისით საბიუჯეტო სახსრების გენდერულად დაბალანსებულად განაწილების გზით.


5. საზოგადოებასთან ურთიერთობების სამუშაოების განხორციელება ქმნის თანაბარი შესაძლებლობების განხორციელებული სამუშაოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას


საზოგადოებასთან ფართოდ მუშაობა დაგეხმარებათ ადამიანების დარწმუნებასა და მათი ინფორმირებულობის დონის გაზრდაში. როგორც წესი, ქალაქში რეგულარულად იმათება სემინარები და საინფორმაციო ღონისძიებები თანაბარი შესაძლებლობების საკითხების შესახებ, იბეჭდება პუბლიკაციები და ბროშურები. ანალოგიურად, ქალაქი მონაწილეობს კამპანიებში, ან თავადაც არის მათი ინიციატორი. დიდი წარმატება ხვდა წილად, მაგალითად, `კამპანიას მამაკაცთა ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც 1997 წელს ჩატარდა. ამ კამპანიას მხარი დაუჭირა ფართო ალიანსმა და ცნობილმა საფეხბურთო ვარსკვლავებმაც კი.


ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება ისეთ უსაფრთხო ქალაქშიც კი, როგორიც მიუნხენია. ეს აისახება ცხელი ხაზისა და ქალთა თავშესაფრების მიმართ დიდი მოთხოვნით. გარდა ამის, მიუნხენის ქალთა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა კამპანია - `გრძელი ღამე ქალისათვის~ - რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები მთელს ქალაქში. `გოგონების დღე~ არის ყოველწლიური კამპანია სპეციალურად გოგონების პროფესიული გადამზადებისათვის, რომელშიც მრავალი ფირმები და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2004 წელს ქალთა დღესთან დაკავშირებით 400 ქალი ბავარიიდან და ტიროლიდან შეხვდნენ ერთმანეთს ზუგსპიტსის მთაზე დევიზით `ქალთა უმაღლესი დონის შეხვედრა.


6. ქალთა ძალა პოლიტიკურ პარტიებში - ჩვენ გვჭირდება კვოტა!


თუ ჩვენ მართლა გვინდა თანასწორობა ქალებისათვის, საჭიროა უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკურ პარტიებში და ასევე პარლამენტში ყველა დონეზე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით?


ეფექტური ინსტრუმენტია კვოტა. ზოგიერთ გერმანულ პოლიტიკურ პარტიას შემოღებული აქვს კვოტა. მწვანეთა პარტიას აქვს წესი, რომლის მიხედვითაც კანდიდატთა საარჩევნო სიის 50 % ქალებს ეკუთვნის.
ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი და ის მუშაობს. ყველა მოწვევის პარლამენტში ჩვენ 50% ან მეტი მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები გვყავს.


დასკვნები


იმისათვის რომ ქალთა მეგობრული ქალაქი ავაშენოთ მრავალი მონაწილეა საჭირო, საჭიროა საერთო ინტერესების არსებობა, და უპირველეს ყოვლისა, რწმენა, და არანაკლებ საჭიროა ასევე მოთმინება.


აშკარაა, რომ ეს პროცესი ხანგრძლივია, რადგან ის შეეხება რესურსების, ძალაუფლების გადანაწილებას და ღირებულებების შეცვლას. მიუხედვად იმისა, რომ 20 წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა თანასწორობის პოლიტიკის შემოღება, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ მოხდეს ძალისხმევის შემცირება.


მთავარი მიზანი არ უნდა დაიკარგოს: თანასწორობა ქმნის სამართლიანობას. ეს პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოების თავისთავადი, ცხადი მიზანი უნდა იყოს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, როგორც მიუნხენში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ყველგან გაიმართა უამრავი დებატი მრავალფეროვნების მართვს განხორციელების შესახებ.


თუმცა, პოლიტიკოსები, რომლებიც თანაბარი შესაძლებლობების მიზანს იცავენ, შიშობენ, რომ ამ კონცეფციამ შესაძლოა წინ წამოსწიოს გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია გენდერული საკითხისადმი თავისი ცხადი ორიენტაციით.


თუმცა მიგრაციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, სექსუალური იდენტობის საკითხები მიუნხენში წარმოდგენილია დამოუკიდებელი ფორმატით და მათზე ქალთა თანაბარი შესაძლებლობების ოფისის ანალოგიურად დამოუკიდებელი სამსახურები მუშაობენ, შეკითხვა ისმის: შესაძლებელია თუ არა საერთო სტრატეგიის არსებობა, სადაც განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციები შესაძლოა განხილულ იქნას ერთობლივ კონტექსტში. მიუნხენში ამ შეკითხვაზე ჯერ კიდევ არ გაუციათ პასუხი.

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service