როგორ ავაშენოთ მეგობრული ქალაქი ქალებისათვის
როგორ ავაშენოთ მეგობრული ქალაქი ქალებისათვის

ქალაქ მიუნხენის მაგალითი

(ნაწილი I)

 

ავტორი:  ლიდია დიტრიხი, ქალაქი მიუნხენის საკრებულოს წევრი, ქალაქ მიუნხენის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე


ქალაქი მიუნხენი ბავარიის ფედერალური სახელმწიფოს დედაქალაქია. ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია 1.3 მილიონიანი მოსახლეობით. მიუნხენის მუნიციპალიტეტს დაქირავებული ჰყავს 28 000 თანამშრომელი. ქალი თანამშრომლები ამჟამად მთლიანი სამუშაო ძალის 55%-ს შეადგენს. ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა მუნიციპალიტეტში მუდმივად იზრდება ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალთა თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის აქტიურად გატარების შედეგად.


გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუცია მოიცავს ძირითად უფლებებს, მათ შორის მამაკაცთა და ქალთა უფლებები ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ `სახელმწიფო მხარს უჭერს ქალთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების ეფექტურ განხორციელებას და ცდილობს აღმოფხვრას არსებული არახელსაყრელი პირობები.


თანაბარი უფლებების განმარტება შემდეგ ამოცანას ეფუძნება:
- ანტიდისკრიმინაციული: არახელსაყრელი პირობების თანდათანობით აღმოფხვრა;
- მონაწილეობა: თანაბარი პირობების შექმნა;
- არჩევითობის ნამდვილი თავისუფლება: თავისუფალი და პირის მიერ თვითგანსაზღვრული ცხოვრების წესის არჩევის საშუალების მიცემა,  სქესისათვის განკუთვნილი მოძველებული როლებისაგან დამოუკიდებლად.


ამ თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის მეშვეობით უნდა განხორციელდეს ცვლილებები იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ქალების თანაბარი შესაძლებლობების ზემოაღნიშნული მოთხოვნა. ეს მრავალუწყებრივი ამოცანაა და მრავალ გამოწვევას და მიზნობრივ ჯგუფების ფართო სპექტრს მოიცავს. ქალთა მეგობრული ქალაქის დაფუძნება შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნის განხორციელების გზით ყველა პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში.


2. ქალთათვის თანაბარი შესაძლებლობების ოფისი თავისთავად მიუნხენში თანაბარი შესაძლებლობების მუნიციპალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.


1985 წელს ქალაქ მიუნხენის საკრებულომ ხმა მისცა შექმნილიყო ქალთა თანაბარი შესაძლებლობების ოფისი, რომელიც უშუალოდ მერიასთან შეიქმნა. ამდენად, ქალთა თანაბარი შესაძლებლობების შექმნის სამუშაო სტრატეგია თავიდანვე შეიქმნა, როგორც ზემოდან ქვემოთ მომდინარე სტრატეგია.


პოლიტიკური პარტიების, პროფკავშირების და ქალთა დამოუკიდებელი ასოციაციების წარმომადგენლების ფართო ალიანსის იბრძოდა ამ ინსტიტუტის შემოღებისათვის. გარდა ამისა, ქალთა თანაბარი შესაძლებლობების ოფისი ცდილობს მიაღწიოს მუნიციპალური მომსახურებების გენდერულად თანაბარი სტრუქტურირებისა და განაწილების ამოცანას, გენდერულ საკადრო პოლიტიკას და დისკრიმინაციის თანდათანობით აღმოფხვრას. კიდევ ერთი მიზანი გახლავთ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ასოციაციების მხარდაჭერა მათ საქმიანობაში.


ამ ამოცანის შესრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და მეთოდები არის არსებული ღონისძიებების, გეგმებისა და პროგრამების სპეციალური გენდერული ანალიზი, რათა შემუშავდეს და განხორციელდეს ქალთა და კაცთა მიმართ თანაბარი მოპყრობის ხელმშემწყობი ღონისძიებები და პროგრამები, შემუშავდეს საექსპერტო რჩევები თანასწორობის საკითხების შესახებ (შიდა და გარეშე),


მომზადდეს სასწავლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამუშაოები,ჩამოყალიბდეს ქალთა ინსტიტუტების, ქალთა ასოციაციებისა და ჯგუფების, კავშირების, უნივერსიტეტების, და ა.შ. ქსელური კავშირები,  მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის გენდერული თანასწორობის ყველა საკითხთან დაკავშირებით მომსახურების პუნქტის არსებობა,  ყველა სექტორი იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას.


3. ქალთა სპეციალური დაწინაურება არის და იქნება აუცილებელი ელემენტი ქალთა მეგობრული ქალაქის ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე.

განსაკუთრებით ოთხმოციან წლებში ქალები იკრიბებოდნენ, რათა მიუნხენში ჩამოეყალიბებინათ ქსელური კავშირები, რის შედეგადაც შეიქმნა უამრავი პროექტი და ინიციატივა.


მათი მისია და მიზნები მოიცავს ფართო სპექტრს, დაწყებული ქალთა სამუშაო მდგომარეობის გაუმჯობესებით, კვალიფიკაციისა და შემდგომი განათლების ღონისძიებებით, ქალთა ჯანმრთელობის და თერაპიის ცენტრების, ქალებისა და გოგონების თავშესაფრების, ლესბოსელ ქალთა საორიენტაციო ცენტრების შექმნით და დასრულებული მარტოხელა დედებისათვის საექსპერტო კონსულტაციების გაწევისა და ხელშეწყობის ჩათვლით.


ეს პროექტები შეიქმნა პოლიტიკურ წარმომადგენელებთან თანამშრომლობით და ქალაქის დაფინანსებით. დღეს ეს ქსელი მოიცავს დაახლოვებით 200 პროექტს და ინიციატივას. მაგალითად: ჩვენს მიერ შექმნილი დონა მობილე, ჯანდაცვის საკონსულტაციო პროგრამა ქალი მიგრანტებისათვის, რომლის მიზანია მიგრანტი ქალებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გარდა ამისა ქალაქ მიუნხენთან თანამშრომლობით, ასევე ევროკავშირის და ხანდაზმულთა ჯანდაცვის აკადემიის მეშვეობით- ჩვენ შევიმუშავეთ ტრეინინგის სრული კურსები ქალი მიგრანტების ჯანდაცვის პროფესიებში მოსამზადებლად.


კიდევ ერთი მაგალითია იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომლებიც იძულებული არიან დატოვონ მშობლების სახლი შეურაცხყოფისა და ძალადობის გამო, - თავშესაფრის უზრუნველყობა. გოგონები და ქალები უზრუნველყოფილნი არიან ფსიქოლოგიური დახმარებით, საორიენტაციო კონსულტაციებით, და მხარდაჭერით პროფესიული გადამზადებისა და კარიერის საკითხებთან მიმართებაში.



განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ დიდი ხანი დარჩნენ დამხმარე საცხოვრებლებში. ასეთი ფართო და მრავალფეროვანი სისტემა ქალთა დახმარების მნიშვნელოვანი გასაღებია ადგილობრივ დონეზე ქალთა თანასწორობის განსავითარებლად. ქალთა ხელშეწყობის საქმის მნიშვნელობა აისახება იმ ფაქტში, რომ ქალაქი აწესებს წლიურ ჯილდოს გამორჩეული მიღწევებისათვის ქალთა თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მხრივ. ამ წელს ჯილდო მიიღო ქალთა საცხოვრებელმა პროექტმა, რომელიც თვითონ ქალებმა შეიმუშავეს.


ჩვენ  მიგვაჩნია, რომ ბავშვთა ზრუნვის ობიექტების სოლიდური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს ქალებისათვის თანაბარ შესაძლებლობების შექმნას. მიუნხენში ბავშვთა ზრუნვის სისტემა კარგად არის ორგანიზებული 3-6 წლის ბავშვებისათვის, იგივე ეხება სკოლის შემდგომ ზედამხედველობას. თუმცა 0-3 წლამდე ბავშვებისათვის არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი ადგილები, მაგრამ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რათა უფრო მეტი ადგილი იყოს ხელმისაწვდომი.



უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თანაბარი შესაძლებლობების სამართლებრივმა სტრუქტურამ დიდი ცვლილებები განიცადა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა 1985 წელს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის არასაკმარისი სამართლებრივი ნორმა არსებობდა, სიტუაცია მაინც საგრძნობლად შეიცვალა 1999 წლის ამსტერდამის ხელშეკრულების შემდეგ, რომლის თანახმადაც ევროკავშირის სახელმწიფოებმა აიღეს თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის ვალდებულება გენდერული მეინსტრიმინგის თვალსაზრისით.

 

 

 


ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service