2014 წლის ადგილობრივი არჩევნების გენდერული ანალიზი 

წარმოგიდგენთ ანალიტიკურ პუბლიკაციას, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების ანალიზს მოიცავს გენდერულ ჭრილში. ანალიტიკურ მასალაში მიმოხილულია ის ფაქტორები, რომლებმაც გენდერული თვალსაზრისით გავლენა იქონიეს საარჩევნო პროცესზე, გაანალიზებულია საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები, განხილულია საარჩევნო სისტემების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე და არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული შემადგენლობა პარტიებისა და საარჩევნო სისტემების მიხედვით, პუბლიკაცია ასევე განიხილავს, კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეტანილი ნორმების გავლენას ქალთა წარმომადგენლობასა და პარტიების დაფინანსებაზე. კვლევა შედგება შემდეგი თავებისაგან:


 

  1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალთა წარმომადგენლობაზე მოქმედი ინსტიტუციური ცვლილებები
  2. რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები
  3. ქალი კანდიდატები პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებსა და მაჟორიტარული სისტემით წარდგენილ კანდიდატებს, მერებისა და გამგებლების კანდიდატებს შორის
  4. არჩევნების შედეგების გენდერული ანალიზი
  5. საარჩევნო სისტემა და ქალთა წარმომადგენლობა
  6. ცვლილებები კანონში „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და 30.7. მუხლის ამუშავება
  7. საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული ანალიზი

 

 

დეტალურად იხილეთ: კვლევის სრული ვერსია


კვლევის საპრეზენტაციო ვერსია


ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ატლასი (ადგილობრივი არჩევნები - 2014)

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service